ჯანდაცვა
ბორჯომში ყირიმ-კონგოს ვირუსით კაცი გარდაიცვალა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლამდე კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტელეკომპანია ,,ბორჯომი" ავრცელებს.

სოფლის რწმუნებულის, ბესიკ ხალაძის თქმით მამაკაცს პირველი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა. ორი დღის წინ ის თბილისში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. 45 წლამდე კაცი გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერადაა აღიარებული. რეგიონის კლინიკებში კი აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით ტკიპით ნაკბენის მიმართვიანობა გაზრდილია.
| Print |