ჯანდაცვა
ყირიმ-კონგოთი გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი კლინიკას გულგრილობაში ადანაშაულებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლის კაცი გარდაიცვალა.

ოჯახის განმარტებით, მამაკაცს პირველადი სიმპტომები ერთი კვირის წინ გამოუვლინდა. პირველ აგვისტოს ის ჯერ გორში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა დაგვიანებული რეაგირების გამო ახალგაზრდა მამაკაცი ორ აგვისტოს გარდაიცვალა.

ოჯახი უყურადღებობასა და არაპროფესიონალიზმში ბორჯომის "ჯეო ჰოსპიტლის" მედიკოსებს ადანაშაულებს. კლინიკის ექიმი ნატო ბოცვაძე კი აცხადებს, რომ დიაგნოზი პაციენტს ანალიზის შესაბამისად დაუსვა.
| Print |