ჯანდაცვა
რეგიონის კლინიკებში წინა წლებთან შედარებით ნაკბენით მიმართვიანობა გაზრდილია

სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერადაა აღიარებული. რეგიონის კლინიკებში წინა წლებთან შედარებით ტკიპით ნაკბენის მიმართვიანობა გაზრდილია. ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ინფექციურ საავადმყოფოში ყველაზე მეტი პაციენტი სამცხე ჯავახეთიდან შეჰყავთ.

გასულ თვეში სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რეგიონში რამდენიმე პაციენტი მკურნალობას საავადმყოფოში ამ დრომდე გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სპეციალისტები ადასტურებენ, რომ წინა წლებთან შედარებით წელს ყირიმ-კონგოს გაცილებით მეტი შემთხვევაა, ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და ყირიმ-კონგოს დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს.

შეგახსენებთ, რომ ორ აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 45 წლის კაცი გარდაიცვალა.
| Print |