ჯანდაცვა
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, გამყრელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. ამის შესახებ მინისტრმა "პალიტრა ნიუსის" ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, ამირან გამყრელიძის თანამდებობას დროებით თამარ გაბუნია დაიკავებს.

"გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო, რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს," - აღნიშნავს მინისტრი.

ამირან გამყრელიძეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტი 2013 წლიდან ეკავა.
| Print |