ჯანდაცვა
ადიგენის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელების ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსული ინფექცია სოფელ ზედუბანში 46 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. დაავადებული მკურნალობის კურსს თბილისის კლინიკაში გადის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, სამცხე–ჯავახეთის განყოფილების უფროსის, ნინო ზედგინიძის ინფორმაციით, რეგიონში ეს უკვე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მე-40 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ყველაზე მეტი - 20 შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერადაა აღიარებული. მედიკოსების თქმით, წელს ჰემორაგიული ცხელების გაცილებით მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ყირიმ-კონგო მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით. არ არსებობს რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისთვის.

ასევე ნახეთ: 

| Print |