ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემხვევები გაიზარდა

სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მძიმე ვირუსული ინფექცია ხანშიშესულ პირს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილებაში ამბობენ, რომ პაციენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში მცხოვრები 78 წლის ქალია. იგი მკურნალობის კურსს თბილისის სამედიცინო დაწესებულებაში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამ ეტაპზე, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტში ფიქსირდება: ახალციხეში, ადიგენში, ასპინძასა და ბორჯომში.

რეგიონში ეს უკვე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების მე-41 დადასტურებული შემთხვევაა. მათგან ყველაზე მეტი - 21 შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთი ვირუსის კერადაა აღიარებული.

ყირიმ-კონგო მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით.
| Print |