ჯანდაცვა
რა უნდა გაკეთდეს ინფიცირების რისკის შესამცირებლად - ახალციხეში კოვიდპანდემიაზე იმსჯელეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივი და პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა. ხათუნა ზახაშვილმა კორონავირუსის პანდემიის მნიშვნელობასა და სტატისტიკაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ვაქცინაციის და ინფიცირების რისკის შესამცირებლად რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

ზახაშვილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, სამცხე–ჯავახეთის მაცხოვრებლების ყოველ 100 სულ მოსახლეზე, დაახლოებით, 40 დოზა ვაქცინა გამოიყენეს.

რაც შეეხება ვაქცინაციას რეგიონში მოსახლეობის დაახლოებით 21%–მა გაიკეთა ვაქცინის ერთი დოზა, ხოლო მეორე დოზით მოცვის მაჩვენებელი 10%–ზე დაბალია.

ბორჯომის საზოგადოებრივ ცენტრში მიიჩნევენ, რომ თითოეულ სკოლას და ბაღს თავისი შინაგანაწესი უნდა ჰქონდეს, რადგან კოვიდ19 არსად წასულა.

ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებით, შეხვედრა ეხებოდა, როგორც რუტინულ იმუნიზაციას, ასევე კოვიდ19-ის ვაქცინაციას და იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც ზოგადად საქართველოშია.
| Print |