ჯანდაცვა
რომელი პროდუქტები გვიცავს სტრესისგან
სპირტიანი სასმელების სტრესის მოსახსნელად საუკეთესო გადაწყვეტილება არაა, მით უმეტეს, რომ ალკოჰოლი იწვევს სხვადასხვა სერიოზული, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას.

განწყობა დამოკიდებულია ნეირომედიატორებზე, ჰორმონებზე, რომლებიც მოქმედებენ ტვინზე: სეროტონინი, დოფამინი, ოქსიტოცინი, ენდორფინები. ყველაზე ცნობილი “ბედნიერების ჰორმონი“ სეროტონინია, რომელიც პირდაპირ მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ქცევასა და ემოციებზე. სეროტონინის სისტემის აქტივობის დონის დაქვეითებისას აღინიშნება შფოთვა, დეპრესიისადმი მიდრეკილება, ძილის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, იმპულსური და აგრესიული ქცევა. განწყობის გასაუმჯობესებლად ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს სროტონინი. მაგალითად ისეთი რამ გააკეთოს, რითაც საზოგადოების, ნათესავების და კოლეგების მხრიდან პატივისცემას დაიმსახურებს და სოციალურ მხარდაჭერას მიაღებინებს.

ჰორმონ დოფამინის დონე მატულობს, როდესაც ადამიანი დასახულ მიზანს აღწევს. ოქსიტოცინი გამომუშავდება ჩახუტების, კოცნის და ორგაზმის დროს, ხოლო ენდორფინები ფიზიკური დატვირთვისას.

მზის სხივები და სუფთა ჰაერი მნიშვნელოვნად ზრდის ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებს, ხოლო გაჯეტებიდან წამოსული სხივი კი პირიქით აქვეითებს მის დონეს.

მედიკოსების თქმით, კარგი განწყობის შექმნას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კვება. ზოგჯერ სტრესის დროს ადამიანები განსაკუთრებით ეძალებიან გემრიელ საკვებს. მედიცინაში მას სტრესზე ჰიპერფაგურ რეაქციას უწოდებენ და მიაკუთვნებენ კვებითი ქცევის მოშლილობებს. ნაყროვანება აუმჯობესებს განწყობას და ეხმარება ემოციური პრობლემების გადაჭრაში, მაგრამ იწვევს სიმსუქნეს. ამასთან სიმსუქნე იწვევს სოციალარ მიუღებლობას, დანაშაულის შეგრძნებასა და სომატურ დაავადებებს. ამიტომ ნაყროვანება დროთა განმავლობაში აღრმავებს სტრესს და იწვევს დეპრესიას. ამ ჩაკეტილი წრიდან თავდასაღწევად აუცილებელია ზღვარის დაცვა სრულფასოვან და გადაჭარბებულ კვებას შორის.

უკანასკნელ წლებში დიდი ყურადღება ეთმობა ნაწლავის მიკრობიომის შესწავლას და მის გავლენას ზოგადად ადამიანის ორგანიზმზე და კერძოდ განწყობაზე.
დეპრესიული პაციენტების მიკრობიომი, როგორც გაირკვა უფრო ერთფეროვანია, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების.

მიკრობიომს სჭირდება საკვები - პრებიოტიკები - საკვები ბოჭკოები. ყველაზე მეტ უჯრედისს შეიცავს: პარკოსნები, ცეხვილი პური, ციტრუსის ცედრა, ახალი ხილი და ბოსტნეული. ჯანმრთელი ადამიანის რაციონში ყოველდღიურად უნდა იყოს 25-50 გრ უჯრედისი.

ორგანიზმისთვის ასევე მნიშვნელოვანია მეტაბიოტიკები - სასარგებლო ბაქტერიების ცხოველქმედების პროდუქტები. ამით მდიდარია მჟავე კომბოსტო, მაწონი, ყველი.

ცუდი განწყობის დროს, ადამიანების უმრავლესობას ტკბილისკენ მიუწევს გული. დესერტი ნამდვილად აუმჯობესებს განწყობას, რადგანაც ტკბილეულში ბევრი კალორიაა, რომელიც ორგანიზმის გადარჩენისთვის სჭირდება. დაზუსტებისთვის: მავნეა არა ტკბილეული, არამედ ბევრი ტკბილეული.

სტრესის დასაძლევად ასევე მნიშვნელოვანია ტრიპტოფანის შემცველი პროუქტები: რძის პროდუქტები, ფინიკი, ქლიავი, ლეღვი, პომიდორი, სოია, შავი შოკოლადი. ისინი ხელს უწყობენ სეროტონინის ბიოსინთეზს და განწყობის გაუმჯობესებას.

სტრესის მოსახსნელად შესანშნავი პროდუქტია ღვიძლის პაშტეტი. ამ დელიკატესში ბევრი ვიტამინი და ცხიმოვანი მჟავებია ტვინისათვის, ხოლო სუნელები გემოსათვის. პაშტეტი შეიცავს ქოლინს - ნერვული სისტემისათვის მნიშვნელოვან ნივთიერებას, რაც განაპირობებს სტრესისადმი მდგრადობას.

ხშირად ცუდი განწყობა დიეტაზე მყოფ ადამიანებს აღენიშნება. მათ სისხლში გლუკოზის დონე დაბალი აქვთ, რაც შიმშილის ძირითადი რეგულატორია. მშიერი ადამიანი ბრაზიანი და აგრესიულიც კია.

განწყობის გამოსწორება შესაძლებელია რთული ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღებით, როგორიცაა: პური, ბურღულეული, კარტოფილი, მაკარონი. ამ შემთხვევაში სისხლში გლუკოზის დონე ნორმალური და ცუდი განწყობის მიზეზიც ნაკლები იქნება.
| Print |