ჯანდაცვა
მეტი ინფორმაცია გააზრებული არჩევანისთვის - შეხვედრა ბოლაჯურში

საქართველოს გაეროს ასოციაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებთან ერთად მოსახლეობის ინფორმირებისთვის ურბანული ცენტრებიდან დაშორებულ სოფლებში ჩადის და ხალხის კითხვებს პასუხობს. შეხვედრების ჩატარების მიზანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.

საქართველოს გაეროს ასოციაციის ჯანდაცვის ექსპერტები გასულ წელს 50-მდე სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. პროგრამების ხელმძღვანელის თქმით, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინირებულთა რაოდენობა დაბალია, რის გამოც ადამიანებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ, სოფლებიც ამ პრინციპით შეირჩა.

საინფორმაციო კამპანია საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმუნიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ ჯერ კიდევ გრძელდება.
| Print |