ჯანდაცვა
,,ვაქცინაცია საქართველოსთვის” - ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

8 ნოემბერს, ახალციხეში, საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის (GCSD) ორგანიზებით, პროექტის ,,ვაქცინაცია საქართველოსთვის” (”Vaccination4Georgia”) ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებთან, რომელთა შორისაც არიან ეთნიკური უმცირესობები, ქალები, ახალგაზრდები, მოხუცები, შშმ პირები.

შეხვედრის მიზანია, ადგილობრივ მოსახლეობას მივაწოდოთ გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე კვალიფიციური ექსპერტისგან.

მიმდინარე კვირის განმავლობაში მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები იმართება პროექტის სამიზნე სხვა რეგიონებშიც - ქვემო ქართლსა და კახეთშიც.
| Print |