ჯანდაცვა
2023 წელს სასწრაფო დახმარების პერსონალს ხელფასები გაეზრდება
2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში:

• საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა;

• პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა;

• ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი;

• კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე.

• მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს;

• ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე.
| Print |