ჯანდაცვა
შშმ პირები ფულად დახმარებას მიიღებენ
3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, ახალციხეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები სოციალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.

აღნიშნული სოციალური დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ შშმ ბავშვებს, მათ შორის მინდობით აღზრდაში მყოფ შშმ ბენეფიციარებს.

დახმარების მიღების მსურველებმა ახალციხის მერიაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: შშმ ბავშვის მშობელი ან სხვა კანონიერი
წარმომადგენელი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საჭიროების შემთხვევაში);

დ) შშმ ბავშვის პირადობის მოწმობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი და რეგისტრაციის ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) შშმ ბავშვის, მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.
| Print |