ჯანდაცვა
რას იწვევს ვერცხლისწყლით მოწამვლა
ვერცხლისწყალი საკმაოდ პრობლემური ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ცუდად მოქმედებს. ვერცხლისწყალი ჩვეულებრივ პირობებშიც კი, მუდმივად ორთქლდება. სწორედ ეს ორთქლია მომწამვლელი. ორთქლი დღის შუქზე უხილავია. განსაკუთრებით ინტენსიურია აორთქლება, როცა ტემპერატურა 18 გრადუსზე მაღალია. სწორედ ამ ორთქლის შესუნთქვამ შესაძლოა მოწამლოს ადამიანი – დააზიანოს ნერვული სისტემა, ღვიძლი, თირკმლები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. ყველაზე ხშირად ზიანდება სასუნთქი გზები.

იმის მიუხედავად, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ,,ვერცხლისწყლის შესახებ“ მინამატას კონვენციას, რომელიც ჯერ რატიფიცირებული არ არის, მოქალაქეებს ვერცხლისწყლის უსაფრთხოდ უტილიზაცია არსად შეუძლიათ. ეს კონვენცია მოითხოვს ვერცხლისწყლის, როგორც პროდუქტის, ასევე ნარჩენის რეგულირებას.

“მინამატას კონვენციის ხელმოწერით საქართველომ დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი. თუმცა, ქვეყნის მიერ კონვენციის რატიფიცირებამდე, საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვის სამინისტროს 2017-2021 წლის პროგრამაში.

კონვენციას საქართველო ხელი 2017 წელს მიუერთდა, მაგრამ დღემდე არ არის შემუშავებული სისტემა, რომლის შედეგადაც მოქალაქეები გატეხილი თერმომეტრებიდან დაღვრილ ვერცხლისწყალს არა უბრალო ნაგავსაყრელზე, არამედ სპეციალურ შემგროვებელ პუნქტში, გარემოსთვის უსაფრთხო წესით მოათავსებენ.
კატეგორიულად არ შეიძლება: ვერცხლისწყლის ბურთულების შესაგროვებლად მტვერსასრუტისა და ცოცხის გამოყენება; ვერცხლისწყლის საკანალიზაციო მილში ჩაშვება ან სანაგვეში გადაგდება; ვერცხლისწყლით დაბინძურებული ტანსაცმლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

ვერცხლისწყლით მოწამვლა აღინიშნება მისი ორთქლის დიდი კონცენტრაციისას. თხევადი ლითონის ასეთი ტოქსიკური დოზა არის ნახევარი კილო. ვერცხლისწყლის მაღლი კონცენტრაციისას აღინიშნება ნერვული სისტემის, სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან დარღვევები, ღრძილებიდან სისხლდენა, საერთო სისუსტე, ადვილად დაღლილობა, აპათია, ემოციური არასტაბილურობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ვერცხლისწყლით მოწამვლა იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას, რომელიც გამოიხატება:

ხელების, ენის, ქუთუთოების, ფეხებისა და მთელი სხეულის კანკალით, არასტაბილური პულსით, გულის ფრიალით, მოუსვენრობითა და ფსიქიკური დარღვევებით.

ვერცხლისწყლით მოწამვლის დიაგნოსტიკა ხდება ფიზიკური გამოკვლევით და სისხლისა და შარდის ანალიზით.

ვერცხლისწყლით მოწამვლის განკურნება შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილის ვერცხლისწყლით, ბარიუმითა და კალიუმით მოწამვლის შესახებ ინფორმაცია, 19 ნოემბერს, მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელა. 

,,ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი - ასეთი მონაცემები არის, მაგრამ ამაზე დეტალურად ბრიფინგი გვექნება“, -აღნიშნა ჟურნალისტებთან გელბახიანმა.
| Print |