ჯანდაცვა
როდიდან ჩაითვლება საპატიოდ სისხლის ჩაბარების შემთხვევაში გაცდენილი სამუშაო საათები
სისხლის ჩაბარების შემთხვევაში გაცდენილი სამუშაო საათები საპატიოდ ჩაითვლება. აღნიშნულს გულისხმობს, გასული წლის მიწურულს შრომის კოდექსში შესული ცვლილება.

კერძოდ, ამ ცვლილების თანახმად, პირს, რომელიც არის სისხლის ან მისი კომპონენტის დონორი, უფლება აქვს, გათავისუფლდეს სამსახურიდან სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დროს. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებულია წინასწარი შეთანხმებით, შეუფერხებლად გაუშვას დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩასაბარებლად.

დასაქმებულს სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაცდენილი სამუშაო საათები სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში საპატიოდ ჩაეთვლება და შეუნარჩუნდება შრომის ანაზღაურება.

აღნიშნული ცვლილება, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
| Print |