ჯანდაცვა
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა
დღეს, 30 მარტს, მსოფლიო ექიმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი. მოგვიანებით, ამ დღის აღნიშვნის ტრადიცია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ პროფესიის განსაკუთრებული სირთულე კი კოვიდ-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო ხაზგასმით დაანახა მსოფლიოს.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს ექიმების შესახებ:
  • რაც ყველამ ისედაც ძალიან კარგად ვიცით, ექიმების უმეტესობას ცუდი კალიგრაფია აქვს.
  • მშობლებს უყვართ იმის თქმა, რომ მათი შვილი ექიმია ან ექიმი უნდა გამოვიდეს.
  • ექიმების საერთაშორისო დღე 30 მარტს აღინიშნება.
  • პირველი ქირურგიული ოპერაცია ეგვიპტეში ჩატარდა.
  • თეთრი ხალათი ექიმის უნიფორმად 1800 წლიდანაა.
  • მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.
  • ძველად, ჩინელი და ინდოელი ექიმები ტკივილების გასაყუჩებლად იყენებდნენ ისეთ ჰალუცინაგენურ პრეპარატებს, როგორიცაა მარიხუანა და ჰაშიში.
  • პირველი ქალი, რომელმაც მოიპოვა სამედიცინო ხარისხი აშშ-ში იყო ელიზაბეტ ბლექველი.
| Print |