ჯანდაცვა
"მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ ითანამშრომლონ ჩვენს ვეტერინარებთან" - ლია ბექაური

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ახალციხის სოფლებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დამუშავება ყირიმ-კონგოს დაფიქსირებისთანავე დაიწყეს. ვეტერინარები სპეციალური ხსნარით ამუშავებენ ცხოველებს, რომელიც პარაზიტისგან 1 თვის განმავლობაში იცავს.

სამცხე-ჯავახეთი ყირიმ-კონგოს კერად ითვლება. მწვავე ვირუსული ინფექცია ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ამიტომ სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერებს აფრთხილებს, რომ ტკიპა ცხოველს ხელთათმანის გარეშე არ მოაცილონ. გარდა ამისა, ჩაუტარონ დეზინფექცია პირუტყვსა და სადგომს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოს 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |