ჯანდაცვა
თბილისში მითხრეს, სამცხე-ჯავახეთიდან ბევრი შემთხვევა გვაქვსო - ამბარცუმ ბაბოიანი ბრუცელოზზე

ამბარცუმ ბაბოიანი ერთ-ერთი პირველია, ვინც ბრუცელოზის პრობლემას პირადად შეეჯახა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ მისი 11 წლის შვილი მას შემდეგ დაინფიცირდა, რაც ბაზარში ნაყიდი ყველი შეჭამა. მაღალი ტემპერატურა და მოგვიანებით სახსრების ტკივილი - ეს ის სიმპტომებია, რომელიც მოზარდს 25 აპრილიდან აწუხებს. თითქმის ერთთვიანი კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ მცირეწლოვანი ბრუცელოზს ებრძოდა.

,,სახელმწიფომ გლეხს უნდა შეუწყოს ხელი, რომ ყურადღებით იყოს. აქტიურად უნდა იმუშაონ სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებმა, რადგან გლეხის საქმიანობა პირდაპირ კვებასთან არის დაკავშირებული. თბილისში მითხრეს, რომ სამცხე-ჯავახეთიდან ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს, თქვენ არ ხართ პირველიო" - აღნიშნავს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი.

ამბარცუმ ბაბოიანი არც იმას გამორიცხავს, რომ ასპინძის გარდა ბრუცელოზის კერა ახალციხეშიც იყოს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში არც საყუდაბლის მოსახლეობამ იცოდა პირუტყვს რა დაავადება აწუხებდა, ამიტომ ხორცის, რძისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია ჩვეულებრივად ხდებოდა.

| Print |