ჯანდაცვა
ბრუცელოზის გამო ასპინძის ორ სოფელში კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს
ბრუცელოზს ასპინძის ორ სოფელში კვლავ ებრძვიან. საყუდაბელში და ორგორაში, ამ ეტაპზე კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მზია პაპაშვილის განცხადებით, ბრუცელოზით დაავადებული ადამიანები მკურნალობის ეტაპზე არიან. უმეტესობა ბინაზეა გაწერილი, რადგან დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს. მისივე თქმით, ახალი შემთხვევები ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

ბრუცელოზი თავდაპირველად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში გამოვლინდა. მოგვიანებით, 15 შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ორგორაშიც. ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში 45 ცხოველის და 12 ადამიანთა ინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული
.
| Print |