ჯანდაცვა
ასპინძის სოფელ ზველში ბრუცელოზი დადასტურდა
ბრუცელოზის შემთხვევები ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველშიც დაფიქსირდა, სადაც ვეტერინარებმა ჯერ მხოლოდ პირუტყვის ნახევარი გატესტეს. ბრუცელოზი 10-მდე სულს დაუდასტურდა.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში კვლევების დაწყებას გვიდასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე დაავადებული პირუტყვის ზუსტი რაოდენობა უცნობია.

„50 სულამდე პირუტყვს აუღეს ანალიზი. რამდენიმეს დაუდასტურდა, რომლებსაც აღმოაჩნდათ იმას გავყიდით. დღესაც მუშაობენ ვეტერინარები, ამ დღეებში დასრულდება მთელ სოფელში. სავარაუდოდ, საყუდაბელიდან გადმოვიდა დაავადება ჩვენთან. რძეს და ახალ ყველს არ ვჭამთ, ვერიდებით. ველოდებით ანალიზის პასუხებს“
, - გვითხრა სოფელ ზველში ზვიად ინასარიძემ.

შეგახსენებთ, რომ დაავადება თავდაპირველად ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუდაბელში გამოვლინდა. მოგვიანებით, 15 შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ ორგორაშიც. ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის სამცხე-ჯავახეთში 45 ცხოველის და 12 ადამიანთა ინფიცირების შემთხვევაა აღრიცხული.
| Print |