ჯანდაცვა
26 ივნისი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დღეა

ნარკოტიკების ავადმოხმარებისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 26 ივნისს აღინიშნება, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ქმედებები ნარკოტიკების ავადმოხმარებისგან თავისუფალი სამყაროს მისაღწევად.

„ადამიანები უპირველეს ყოვლისა - შეაჩერე სტიგმა და დისკრიმინაცია, გააძლიერე პრევენცია!“- ამ სლოგანის ქვეშ გაერთიანებული კამპანია მიზნად ისახავს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების მიმართ გამოხატული სტიგმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას პატივისცემაზე დაფუძნებული და არა დასჯაზე ორიენტირებული მიდგომების მეშვეობით.

2023 წლის გლობალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების დონის ამაღლებას ნარკოტიკულ საშუალებათა მომხმარებლების მიმართ ემპათიითა და პატივისცემით განმსჭვალული დამოკიდებულების მნიშვნელობაზე; აგრეთვე, ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებასთან დაკავშირებული დარღვევების, ადრეული ჩარევის, ხელმისაწვდომი მკურნალობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ და სხვ.

უნდა ისჯებოდეს თუ არა კანონით ადამიანი, რომელიც, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვნებს, რადგან ფაქტია, რომ ინექციური და არაინექციური ნარკოტიკების მოხმარებით საქართველოში ადამიანები იღუპებიან. როგორია ქვეყნის ნარკოპოლიტიკა, ანუ როგორ და რა შემთხვევაში ისჯება კანონით ნარკოტიკის მოხმარება საქართველოში.  წამალდამოკიდებული ადამიანის რეალური ისტორია პირველმა არხმა ჩაწერა.
| Print |