ჯანდაცვა
პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასი გაიზრდება
პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასი 2024 წელს 10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მლრდ ლარს. ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მლრდ ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-ანი ზრდა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულების, კერძოდ კი სასწრაფოს ექიმების ხელფასი 2023 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 10%-ით იზრდება.
| Print |