,,სოციალურმა სამსახურმა ჩემს გაჭირვებაზე თანხა დაზოგა" – ირა ინასარიძე
ირა ინასარიძე პასუხს კითხვაზე – რატომ მოეხსნა მის ოჯახს სოციალური დახმარება, შესაბამისი სამსახურისგან ითხოვს.

ირა ინასარიძე პასუხს კითხვაზე – რატომ მოეხსნა მის ოჯახს სოციალური დახმარება, შესაბამისი სამსახურისგან ითხოვს.

66 წლის ქალი ამბობს, რომ დახმარებას რამდენიმე წლის განმავლობაში იღებდნენ, მათი სარეიტინგო ქულა 35 000 იყო. სოციალურად დაუცველის სტატუსი ერთი წლის წინ მოეხსნათ. ოჯახმა განცხადება ორჯერ დაწერა, თუმცა ორჯერვე მაღალი ქულები მიიღეს. ირა ინასარიძე ირწმუნება, რომ  წლებია არაფერი შეუძენია და მისი ეკონომიკური მდგომარეობაც არ შეცვლილა.

ინასარიძეები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში ცხოვრობენ. ოჯახში სამი წევრია, პირველი, მეორე და მესამე ჯგუფის ინვალიდები.  ირა ინასარიძის შვილი და რძალი, ყრუ–მუნჯია. ოჯახის შემოსავალი ინვალიდობის და ასაკის პენსია – 380 ლარია.


| Print |