„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე არსებულ კლინიკას რეაბილიტაცია ჩაუტარდება
„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაქვემდებარებაში არსებულ გინეკოლოგიურ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები იწყება. კლინიკა  ახალი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დაქვემდებარებაში არსებულ გინეკოლოგიურ კლინიკაში სარემონტო სამუშაოები იწყება. კლინიკა  ახალი სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაობისათვის საჭირო სამშენებლო მასალა მათ ორგანიზაცია „სპირიდ ამერიკის“ დაფინანსებით გადაეცათ. ცენტრის კეთილმოწყობა ქართული და ამერიკული  ჯარების  ჰუმანიტარული მისიის  ერთობლივი ძალებით ხორციელდება.

გინეკოლოგიურმა კლინიკამ 2015 წელს იაპონიის საელჩოსგან ახალი სამედიცინო აპარატურაც მიიღო.  მისი გამოყენებისთვის კი შესაბამის გარემოს შექმნა აუცილებლობას წარმოადგენდა.

„დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ბაზაზე კლინიკა 2001 წლიდან ფუნქციონირებს, რომელსაც   შვედური ორგანიზაცია „ქალი ქალისათვის“ აფინანსებს. კლინიკაში  სკრინიგ პროგრამის ფარგლებში ქალებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.


| Print |