ჯანდაცვა
ფუკუსიმაში 5 ტონაზე მეტმა რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა
იაპონიაში რადიოაქტიური წყლის გაჟონვა მოხდა ატომურ ელექტროსადგურზე (NPP) Fukushima-1. ამის შესახებ ნათქვამია Tokyo Electric Power-ის (TEPCO) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„თანამშრომლებმა მილიდან წყლის გაჟონვა აღმოაჩინეს. დაფიქსირდა რადიოაქტიური ელემენტების არსებობა", - ნათქვამია შეტყობინებაში.

გაზეთი Asahi იუწყება, რომ რადიოაქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია 22 მილიარდი ბეკერელია. ამ შემთხვევაში ნორმაა 1 500 ბეკერელი, რითაც დასაშვებ დონეს 14 მილიონით აჭარბებს. გაჟონვის მოცულობა 5,5 ტონაა.

დაზუსტებულია, რომ სტრონციუმისა და ცეზიუმისგან გამწმენდი სითხის ინსტალატორიდან წყალმა გაჟონა, რის შემდეგაც იგი ჩაედინა ნიადაგში. ამ დროისთვის არ არის დადასტურებული, რომ ის ოკეანეში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს იაპონიაში, ფუკუსიმა მიწისძვრამ და შედეგად ცუნამმა ძლიერ დააზიანა. სტიქიას სულ მცირე, 16 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მიწისძვრამ კი ფუკუშიმა-1 ატომურ ელექტროსადგურზე ძლიერი აფეთქება გამოიწვია, რაც რამდენიმე დღის შემდეგ განმეორდა. მოსახლეობამ ქალაქი დატოვა, სადგური კი დააკონსერვეს.
| Print |