ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრმა პრემიერთან საუბრის შემდეგ თანამდებობა დატოვა
ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს. 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მინისტრის შეცვლის გეგმა არ ჰქონია, მაგრამ პროცესში ხარვეზები დაინახა. მისივე თქმით, დღეს ყველა მინისტრის საქმიანობით კმაყოფილია, ხოლო ვინ იქნება ჯანდაცვის ახალი მინისტრი ფართო კონსულტაციებით გადაწყდება.

კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ პრობლემას ხედავდა მართვის კომუნიკაციის კუთხით, ამასთან დაკავშირებით კი სამედიცინო საზოგადოებაში უკმაყოფილება იყო. პრემიერის თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოს მაგალითზე დარწმუნდა, რომ ასეთი პრობლემები ნამდვილად არსებობდა.
| Print |