ჯანდაცვა
იბუპროფენი, დიმედროლი - სამინისტრომ 2 ათასამდე წამლის ზედა ზღვარი განსაზღვრა
ჯანდაცვის სამინისტრომ რეფენტული ფასი, დამატებით 2000-ზე მეტ მედიკამენტზე დააწესა. „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ განახლების ბრძანებას ხელი უკვე მოეწერა, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 8 000-მდე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჩამონათვალში მოხვდა ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა: იბუპროფენი, ბისოპროლი, ტამიფლუ, ენაპი, დიფლუკანი, დიმედროლი, ავევექსონი და სხვა.

ცნობისთვის, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი იმ წამლებზეც ვრცელდება, როლებზეც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.
| Print |
თეგები: ფასი / წამალი /