„თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ – უანგარო დონაციის აქცია ახალციხეში
ახალციხის მოსახლეობამ სისხლი უანგაროდ გაიღო. დონაციის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივების გარდა, მერიისა და გამგეობის თაბნამშრომლებმაც მიიღეს. 

ახალციხის მოსახლეობამ სისხლი უანგაროდ გაიღო. დონაციის აქციაში მონაწილეობა ადგილობრივების გარდა, მერიისა და გამგეობის თაბნამშრომლებმაც მიიღეს. 

მოქალაქეებმა  სისიხლი ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს ჩააბარეს. 43 უანგარო დონორს მადლიერების სერთიფიკატები გადაეცათ.

„თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ – აქციის ორგანიზატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მერიაა. დონორების მიერ გაღებული სისხლით ის პაციენეტები ისარგებლებენ, რომლებიც მძიმე დაავადებებს ებრძვიან.


| Print |