ასპინძაში კიბოს უფასო სკრინინგი აქცია მიმდინარეობს
15:52 / 01.11.2024
უფასო სკრინინგ აქცია დღეს, 1 ნოემბერს ასპინძაში ევექსის კლინიკაში მიმდინარეობს. ასევე ასპინძაში, მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მერიის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, სოფლებში მერის, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, ბაღებისა და სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ.
სკრინინგულ აქციებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის მობილური გუნდი ატარებს. აქციის ფარგლებში, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიბოს სკრინინგული კვლევებით: ძუძუს კიბოს სკრინინგი; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.
უფასო სკრინინგის აქცია და საინფორმაციო შეხვედრა გუშინ, ახალციხეშიც გაიმართა.