C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება. დაწყებიდან დღემდე სკრინინგი ორ მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მკურნალობაში 85 ათასზე მეტი პაციენტი ჩაერთო, მათგან 99% ანტივირუსული თერაპიის შედეგად განიკურნა. ელიმინაციის პროგრამის საბოლოო მიზანია არამხოლოდ დაავადების სრულად აღმოფხვრა, არამედ საზოგადოებაში ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
სკრინინგ-აქციები და საინფორმაციო შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება. ბორჯომში გამართულ შეხვედრას როგორც ქალაქის, ასევე მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დაესწრო. (R)