სამედიცინო დაწესებულებებში, სეზონური გრიპის სიმპტომებით მიმართვიანობამ იმატა
ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლების პარალელურად, სეზონური გრიპის შემთხვევების რაოდენობამაც იმატა. ვირუსების გავრცელება, სკოლასა და ბაგა–ბაღებში, საგაკვეთილო პროცესებზე ჯერ არ ასახულა.  

ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლების პარალელურად, სეზონური გრიპის შემთხვევების რაოდენობამაც იმატა. ვირუსების გავრცელება, სკოლასა და ბაგა–ბაღებში, საგაკვეთილო პროცესებზე ჯერ არ ასახულა.

 

სეზონური გრიპის გამოვლენის გახშირებული შემთხვევების გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, გაცდენების რაოდენობა მკვეთრად არ შეცვლილა. ახალციხის პირველ ბაგა–ბაღში ამბობენ, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციის გამო, ბაღს ათამდე აღსაზრდელი აცდენს.

 

კლინიკა ,,იმედში” ამბობენ, რომ ზედა სასუნთქი გზების ინფექციით, პაციენტების მიმართვიანობა სტაბილურია. მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი, ხველა და პირღებინება – ამ სიმპტომებით ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, პაციენტების რაოდენობამ იმატა. მათი უმეტესობა საშუალო სიმძიმის შემთხვევებია. სეაზონური გრიპის ძირითადი მატარებლები ბავშვები არიან.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, სეზონური გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციები მისცა. ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ურჩია, რომ ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ოჯახის ექიმს მიმართონ. სამედიცინო დაწესებულებებში, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების შემთხვევების ზრდას, იანვრის თვიდან ელიან.

ავტორები: რუსუდან გვარამაძე, რამაზ ალავიძე.


| Print |