Error
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს
გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

36873171

მინისტრის განცხადებით, ეს არ არის ეპიდემია, მას თავისი მახასიათებელი აქვს – 500-ზე მეტი დაავადებულია 100 ათას მოსახლეზე, ახლა კი 254 ფიქსირდება. თუმცა იმის გამო, რომ მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსხურებში გაიზარდა, პროტოკოლი ამოქმედდება.

დავით სერგეენკის თქმით, 12 დეკემბერს სასწრაფო დახმარების 550 გამოძახება დაფიქსირდა, რომელზე რეაგირებაც ვერ მოხერხდა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროტოკოლი გააქტიუროს.

სერგეენკოს თქმით, დღესვე ახალი სადისპეტჩერო შეიქმნება, სადაც გრიპის ჩივილების მქონე გამოძახებები გადამისამართდება და ამ დაავადებების მართვას ოჯახის ექიმები განახორციელებენ. სერგეენკოს თქმით, ასევე გაიხსნება დამატებითი საოჯახო ცენტრები.

ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მიმართა, რომ გრიპის სიმპტომებისას სასწრაფოს ნაცვლად, ოჯახის ექიმს მიმართონ.

დავით სერგეენკოს თქმით, სასწავლო დაწესებულებებში 14 დეკემბრიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედება, თუ 40%-ზე მეტი იქნება ბავშვების არდასწრება, სამი დღით დაიკეტება დაწესებულება.

| Print |