ჯანდაცვა
ახალციხეში სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ ქალთა საზოგადოების" ბაზაზე, ახალციხეში სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრი, "ვიტა მედი" გაიხსნა. სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობისთვის, დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება, თანამედროვე და მაღალხარისხიანი აპარატურით იქნება შესაძლებელი.

ცენტრში სხვადასხვა პროფილის ექიმი, პაციენტებს შეღავათიან ფასებში მოემსახურება.

საჭირო აპარატურა იაპონიის საელჩომ შეუძინა. რემონტისა და საოფისე ავეჯის შესაძენად თანხა აშშ–ს საელჩომ გამოყო.

სამკურნალო–დიაგნოსტიკური ცენტრის გახსნას, იაპონიისა და აშშ–ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

| Print |