ჯანდაცვა
ახალციხეში, უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები 25 მარტამდე გრძელდება
ახალციხეში, სამედიცინო ცენტრში "სიცოცხლის ხე", უფასო კარდიოლოგიური კონსულტაციები მიმდინარეობს. საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, მედიცინის დოქტორი ექიმი-კარდიოლოგი ვაჟა აგლაძე დღეს, 24 მარტს 60–მდე პაციენტს მიიღებს.

გამოკვლევების ჩატარება, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში იყო დაგეგმილი. თუმცა, პაციენტების სიმრავლის გამო, აქცია მეორე დღესაც გაგრძელდება. ექიმი-კარდიოლოგი დღეს ჩაწერილი მოსახლეობის დარჩენილ ნაწილს 25 მარტს, 16:00 საათამდე კვლავ უფასოდ მიიღებს.

საქველმოქმედო აქცია ახალციხეში, სამედიცინო ცენტრის "სიცოცხლის ხე"–სა და ფარმაცევტული კომპანია "ჯი ემ პი"–ს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.

| Print |