ჯანდაცვა
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კიბოს უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო (R)
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო. სამცხე–ჯავახეთში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, პროსტატის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით შეუძლიათ. პროცედურა, რომელიც მოსახლეობისთვის უფასოა, უახლესი აპარატურით ხორციელდება.

სპეციალისტების განმარტებით, კიბოს პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება მოსახლეობის დროული სკრინინგი და სწორი დიაგნოსტირებაა, რაც ხელს უწყობს ადრეულ სტადიაში აღმოჩენილი ონკოლოგიური დაავადებების განკურნებას.

სამცხე–ჯავახეთის მოსახლეობას საშუალება აქვს, ექიმთან ვიზიტი წინასწარი ჩაწერით დაგეგმოს. ამისთვის მსურველმა სამედიცინო კორპორაცია ევექსის ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს. 0(32)255 05 05.

| Print |