ახალციხეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა. აქციით 500–მდე ადგილობრივმა ისარგებლა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდა. აქციით 500–მდე ადგილობრივმა ისარგებლა.

ახალციხეში 9 ივლისს  უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.  აქციაში ჩართვის მიზნით, დილიდან მოსახლეობის რიგები იყო შპს „სტომატოლოგიაში. უფასო გამოკვლევებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 500–მდე მაცხოვრებელმა ისარგებლა.

მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები  ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის მედიკოსებმა ჩაუტარეს.  ადგილობრივები ექვსი პროფილის ექიმმა გასინჯა. აქცია დღის ბოლომდე გაგრძელდა.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის   ექიმები უფასო აქციით,  ახალციხეს  უკვე მესამედ  ესტუმრნენ. გამოკვლევები მუნიციპალიტეტში ქალაქის მერიისა და გამგეობის ინიციატივით ჩატარდა.

ამიერკავკასიის ექიმთა ლიგამ  ამჯერად ვიზიტი „ჰუმანითი  ჯორჯიას“ და „ევრო დრაგის“ კომპანიების ერთობლიობით განახორციელდა, მათ მოსახლეობას  სხვადასხვა სახის  მედიკამენტი უფასოდ გადასცეს.

ავტორი: ნანა ინასარიძე


| Print |