ჯანდაცვის პროგრამებში დაანონსებული ცვლილებები, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების სხდომაზე განიხილეს
ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დახვეწა, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება, ქვეყანაში მედიკამენტების მოხმარების მაღალი მაჩვენებლის აღმოფხვრა და უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვა

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის დახვეწა, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება, ქვეყანაში მედიკამენტების მოხმარების მაღალი მაჩვენებლის აღმოფხვრა და უწყვეტი პროფესიული განათლების დანერგვა

– ამ საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში, სასტუმრო რიქსოსში გაიმართა. კონფრერენციას გაერთიანების წევრ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, ჯანდაცვის პროგრამებში მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებებიც განიხილეს.  სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება, რომელიც  36 დარგობრივი ასოციაციითაა  წარმოდგენილი, მონაწილეების წინაშე, ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშითაც წარსდგა.


| Print |