ჯანდაცვა
ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება
28 აპრილს ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში თვალის უფასო გამოკვლევები ჩატარდება.   უფასო გამოკვლევა 30 წლის ზემოთ ასაკის პაციენტების ეხებათ. დიაგნოსტირების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში,ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშია შესაძლებელი იქნება ოპერაციაც. ოპერაციებს კლინიკა "მზერას" ექიმი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი გააკეთებს.

გამოკვლევები 27 აპრილს დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გაგარძელდება.

"თბილისდან გამოცდილი და უახლესი აპარატურით აღჭურვილი სპეციალისტები ჩამოდიან. დაავადების გამოვლენის შემდეგ ტარდება ოპერაციული ჩარევები ან დაიწყება კოსერვატიული მკურნალობა", – აცხადებს კლინიკის სამედიცინო მენეჯერი ვასილ ბალახაშვილი.

მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება. ახალციხის რეფერალურ კლინიკაში თვალის უფასო გამოკვლევები გასულ წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

| Print |
თეგები: გამოკვლევები /