ჯანდაცვა
სამცხე–ჯავახეთის ექიმებისთვის, სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა
ახალციხეში სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც რეგიონში მომუშავე ექიმები ესწრებოდნენ. შეხვედრისას დაავადებებზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო სფეროში არსებულ სიახლეებზე ისაუბრეს. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებით, ახალციხეში კონფერენცია მესამედ ტარდება. აქციის ფარგლებში, თბილისიდან მოწვეული მედიკოსები, 29 აპრილს, რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო გასინჯვებს განახორციელებენ.

ორდღიანი აქტივობები სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით იმართება.

| Print |