ჯანდაცვა
ერთ-ერთ დაშავებულს ოპერაცია უტარდება
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულს კლინიკა "იმედში" ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. მისი მდგომარეობა მძიმეა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, პაციენტს მოტეხილობები აქვს გულმკერდის არეში, დამტვრეული აქვს ნეკნები.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტს დაჟეჟილობები აღენიშნება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, დღეს, 13 მაისს, დაახლოებით, 20:00 საათზე მოხდა. მწვანე ფერის "ნისან მიკრა" მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და შემხვედრ ვერცხლისფერ "ტოიოტა რაქტისს" შეეჯახა. დაშავებულია მხოლოდ "ნისან მიკრა"-ს მარკის ავტომობილში მსხდომი ორი პიროვნება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
| Print |