ჯანდაცვა
სამეცნიერო კონფერენცია სამცხე–ჯავახეთის ექიმებისთვის
ახალციხეში სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა. "შინაგან დაავადებათა მკურნალობის თანამედროვე მეთოდები" იყო თემა, რომელზეც მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს. ფარმაკოლოგიურმა კომპანიებმა მონაწილეებს, საინფორმაციო მასალები და ახალი მედიკამენტები გააცნეს.

თანამედროვე კვლევის შედეგებისა და მკურნალობის მეთოდების გასაცნობად, ახალციხეს ექიმები სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გარდა ხაშურიდან, სურამიდან და ქარელიდან სტუმრობდნენ.

კონფერენცია საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციისა და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთში პირველად მოეწყო.

ექიმ ქალთა ასოციაცია საქართველოში 18 წლის წინ შეიქმნა. ორგანიზაცია კონგრესებსა და კონფერენციებს სისტემატურად აწყობს. ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ისინი ახალციხეში ფილიალის დაფუძნებასაც აპირებენ.

| Print |