ჯანდაცვა
დავით სერგეენკო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

დავით სერგეენკოს განმარტებით, სიცხესთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულება, რაც არ უნდა მარტივად ჟღერდეს, ძალიან მნიშვნელოვანია.

აღნიშნულ კონტექსტში საუბრისას ჯანდაცვის მინისტრმა სითხის მიღებასა და ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება.

"ადამიანის ფიზიოლოგია ისეთია, რომ წყურვილის შეგრძნება მას უჩნდება ბოლოს, როდესაც უკვე ჩართულია დეკომპენსაციის მექანიზმები. ამიტომ, ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას. ზაფხულის პერიოდში თუკი ჯანმრთელობის გამო სხვა შეზღუდვა არ არის, მინიმუმ ლიტრნახევარი სითხე, წყალი, ხოლო გარეთ, ცხელ გარემოში ყოფნისას, მინიმუმ ორი ლიტრი წყალი უნდა მიიღოთ. მნიშვნელოვანია ჩაცმულობა იყოს ღია ფერის, რადგან უფრო მარტივად ირეკლავს სხივებს და იყოს ჰაერგამტარი, რათა მოხდეს სითბოს გაცემა. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ბავშვების, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისა და ასაკოვანი ადამიანებისათვის", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.


წყარო: "ინტერპრესნიუსი"
| Print |