ჯანდაცვა
22 და 23 ივლისს ახალციხეში უფასო გასინჯვები ჩატარდება (R)
22 ივლისს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში უფასო ანგიოლოგიური გასინჯვები ჩატარდება. პაციენტებს მომსახურებას მაღალი დონის სპეციალისტები გაუწევენ.

ანგიოლოგიური გასინჯვებით სარგებლობა, ახალციხელელებს ყოველ ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ. ანგიო–ქირურგები რეფერალურ ჰოსპიტალს პერიოდულად ესტუმრებიან.

ასევე, უფასო გასინჯვები მოეწყობა 23 ივლისს. პაციენტებს თბილისის ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან მოწვეული სპეციალისტები – პედიატრები, ბავშვთა ნეფროლოგები, ბავშვთა ტრავმატოლოგ–ორთოპედები მოემსახურებიან.


| Print |