ჯანდაცვა
ნეიროქირურგმა და ნევროლოგმა ახალციხეში უფასო კონსულტაციები ჩაატარეს
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ნეიროქირურგისა და ნევროლოგის უფასო კონსულტაციები ჩატარდა. მოქალაქეები თბილისიდან მოწვეულმა პროფესიონალმა ნეიროქირურგმა ბუბა შალამბერიძემ და ნევროლოგმა ეთერ შურღაიამ მიიღეს.

პაციენტებს, საჭიროების შემთხვევაში, კონსულტაციასთან ერთად ძვირადღირებული გამოკვლევებიც უფასოდ ჩაუტარეს, მათ შორის კომპიუტერული ტომოგრაფია.

უფასო გასინჯვები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და აქციით ათეულობით მოქალაქემ ისარგებლა.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული სხვადასხვა პროფილის სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს სისტემატურად მართავენ.

| Print |