კულტურა
მესხური ფოლკლორის შემგროვებლები პირველ კონცერტს გამართავს
ასპინძის ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ,,ვარძია" პირველ სოლო კონცერტს მართავს.

კონცერტი პარასკევს, 7 დეკემბერს, ასპინძის კულტურის ცენტრში, 18 საათზე გაიმართება. 

ექვსი ახალგაზრდისგან შემდგარი ჯგუფი, დაახლოებით რვა თვის წინ შეიქმნა.

ამ პერიოდის განმავლობაში ახალგაზრდებმა ერთი ვიდეოკლიპის გადაღება და ათამდე სიმღერის დამუშავება შეძლეს.

მივიწყებული, მესხური ტექსტებს მოძებნა და მუსიკალურად გაფორმება ადვილი არ არის, თუმცა ამბობენ, რომ საქმის სიყვარულით თავს ართმევენ.

ანსამბლ “ვარძიის“ წევრები ხუთ ინსტრუმენტზე უკრავენ.

რეპეტიციებისთვის ერთმანეთის სახლში იკრიბებიან.

ანსამბლმა უკვე გადაიღო პირველი მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე - “ვარძია, მესხეთო ჩემო".

მესხი სარდლის, შალვა ახალციხელის ცხოვრებაზე შექმნილი ტექსტი - “შავლეგო“ უკვე დაამუშავეს.

ახალგაზრდების მიზანია, რომ საზოგადოებას მათი კუთხის უნიკალური ფოლკლორის შესახებ მოუყვნენ.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

| Print |