კულტურა
ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და უნი­კა­ლუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი ყველა დასახლებულ პუნქტში უნდა ისწავლებოდეს - მამუკა ბახტაძე
,,ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და მო­წო­დე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ის­წავ­ლე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და უნი­კა­ლუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ ეროვ­ნულ მუ­ზე­უმ­ში უნი­კა­ლუ­რი ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის სა­ნო­ტო ნიშ­ნე­ბის კვლე­ვის შე­დე­გე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი მიგ­ნე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ბახ­ტა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა.

,,ეს არის ჩვე­ნი სა­გან­ძუ­რი, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა. ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობთ და სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მაც და­ვი­წყეთ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ჩვე­ნი სურ­ვი­ლი და მო­წო­დე­ბაა ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში ის­წავ­ლე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი ფოლკ­ლო­რი და მათ შო­რის, ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბი. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ასე­ვე უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა იყო, რო­დე­საც ქარ­თუ­ლი სა­გა­ლობ­ლე­ბის რვა­ტო­მე­უ­ლი გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა, ეს არის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. ეს სა­გან­ძუ­რი იმ­დე­ნად დი­დია, რომ კი­დევ წლე­ბია სა­მუ­შაო იმის­თვის, რომ სრუ­ლად დავ­რწმუნ­დეთ გვაქვს გა­მო­ცე­მუ­ლი ყვე­ლა ქარ­თუ­ლი სა­გა­ლო­ბე­ლი",- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.
| Print |