კულტურა
ახალციხეში ვაჰრამ გაიფეჭიანის 140 წლის იუბილე აღნიშნეს
ახალციხელი მხატვრის ვაჰრამ გაიფეჭიანის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება 13 აპრილს, შემოქმედთა გაერთიანების ცენტრში გაიმართა.

მოწვეული სტუმრები მხატვრის სახლთან შეიკრიბნენ და მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.

„ახალციხის ვაჰრამ გაიფეჭიანის სახელობის შემოქმედთა კავშირმა“ დღევანდელ ღონისძიებაზე მხატვრის ბიოგრაფია გაიხსენეს და მისი შვილის ელენე გაიფეჭიანის მიერ ერევნიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

ვაჰრამ გაიფეჭიანი 1879 წელს დაიბადა, 12 წლისადან მოსკოვში ლაზარიანის სახელობის სასწავლებელში სამხატვროზე სპეციალობით სწავლობდა.

ვაჰრამიანის სახელობის შემოქმედთა კავშირი ახალციხეში 2011 წელს შეიქმნა.
| Print |