კულტურა
„აჩუქე წიგნი“ - კამპანიას ახალციხე შეუერთდა
ახალციხის ციხეზე წიგნის ჩუქების დღე აღნიშნეს. კვირეულის ფარგლებში, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა მუნიციპალიტეტის სკოლები, ადგილობრივი ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი გამოიწვია.

გიორგი კეკელიძის ინიციატივის ფარგლებში, ახალციხის ციხის საკონფერენციო დარბაზში, სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს წიგნები აჩუქეს.

ღონისძიება ში მონაწილეობას სამხარეო ადმინისტრაცია, ახალციხის მერია, პედაგოგთა პროფკავშირები, ახალციხის ამერიკის კუთხე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, World Vision, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელი, ახალციხის ციხე და სხვა ორგანიზაციებმა მიიღეს.

ახალციხეში, წიგნის ჩუქების კვირეულის აღნიშვნა 18 აპრილს, #1 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიებით დაიწყო, სადაც ახალგაზრდებმა თემაზე ,,ახალგაზრდები მდგარადი მომავლისთვის" კონფერენცია გამართეს, კონფერენციის დასასრულს კი საჩუქრად წიგნები მიიღეს.

| Print |