კულტურა
გემრიელი სააღდგომო ნამცხვარი
პატარა ხაჭოს კულიჩების ცხობის პროცესი ყველაზე მარტივია და ამავდროულად, გემრიელი.

ფორმების და ზომების მიხედვით კი, დღის ნებისმიერ მონაკვეთში მათი გამოცხობა დიდ დროს არ წაგართმევთ.



ინგრედიენტები:

  • 900 გ ხაჭო

  • 9 კვერცხი

  • 4.5 ჭიქა შაქარი

  • 6 ჭიქა ფხვილი

  • 1.5 ჩ.კ. სოდა

  • 300 გ კარაქი

  • 1 ლიმონი(წვენისთვის)

  • 5 გ ვანილინი

  • ქიშმიში

  • მცენარეული ზეთი

  • 200 გ შაქრის პუდრა

  • 2 ს.კ. ლიმონის წვენი

მომზადების წესი:

  • გაალღვეთ კარაქი მიკროტალღურ ღუმელში, ან ორთქლის აბაზანაზე. ხაჭო გაატარეთ საცერში, ან დააბლენდერეთ.

  • შეურიეთ კარაქს თაფლი, ცალკე თასში კი ხაჭო და შაქარი. კვერცხი ცოტათი ათქვიფეთ მიქსერით.
  • მოცემული რაოდენობის ინგრედიენტებისგან, ჯამში, 9-10 პატარა პასკა გამოგივათ, თუმცა, ყველაფერი მაინც ფორმების ზომაზეა დამოკიდებული.



  • მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ ინგრედიენტები: ხაჭო, კარაქიანი ფქვილი, კვერცხი, ვანილინი. დაწურეთ 1 ლიმონის წვენი და დაუმატეთ მას სოდა, ჩაასხით სითხე ძირითად მასაში. დაუმატეთ ცომს ქიშმიში და კარგად მოურიეთ.

  • ქაღალდისგან გამოჭერით წრე, რომლის ზომაც თქვენი საცხობი ფორმის ზომას ემთხვევა, მოათავსეთ იგი ფორმის ფსკერზე. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ფორმა არ იკრობს, შეგიძლიათ ამ ნაბიჯის გამოტოვება.

  • გაავსეთ ფორმა ცომით, დატოვეთ თავისუფალი 1/3, რადგან ცომი კარგად ფუვდება.

  • ცომიანი ფორმა შედგით წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-45 წუთის განმავლობაში.

  • სანამ პასკა მზადდება, მოამზადეთ მინანქარი. ამისათვის შეურიეთ შაქრის პუდრა ლიმონის წვენს და ათქვიფეთ კოვზით. მოასხით პასკას მინანქარი და მორთეთ "მძივი" კანფეტებით, ან სხვა საკონდიტრო მოსართავებით.

გაგვიზიარეთ თქვენი შედეგი და გემრიელად მიირთვით!


ასევე, დაგაინტერესებთ:

| Print |