კულტურა
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის სრული რესტავრაცია მიმდინარეობს
დღეს, ახალციხეში, ამაღლების ეკლესიასთან მდგარი თამარ მეფის ძეგლის რეაბილიტაცია დაიწყო.

ძეგლს რეაბილიტაციას, პერიოდულად, თავად ქანდაკების ავტორი მალხაზ ცისკაძე უტარებს.

ძეგლს რეაბილიტაცია 14 მაისს საქართველოში ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მეფე თამარის ხსენების დღესთან დაკავშირებით დაიწყო.



ამ დღეს საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, საუკუნეზე მეტია რაც აღნიშნავენ.

თამარ მეფის ძეგლი ახალციხეში 1999 წლის გაზაფხულზე დაიდგა.

| Print |