კულტურა
უკრაინული პიესის ლიეტუვური ადაპტაცია (ვიდეო)
ლიეტუველმა რეჟისორმა ლინას მარიუს ზაიკაუსკასმა, მესხეთის თეატრში შვიდი მსახიობის მონაწილეობით, სპექტაკლი „მოპარული ბედნიერება“ დადგა.

უკრაინელი მწერლის, ივან ფრანკოს დრამა სიყვარულის ისტორიის შესახებ, მე–19 საუკუნეში, ერთ პატარა სოფელში ხდება.

სპექტაკლს ადაპტაცია თავად რეჟისორმა გაუკეთა.

,,ყველგან ვამბობთ, რომ ეს არის ზაიკაუსკასის სპექტაკლი, პიესა ივან ფრანკოს ,,მოპარული ბენდირების“ მოტივებით. ეს მართლაც დიდებული ნამუშევარია, რომლის მსგავსიც ცუდია, რომ საქართველოში არ იციან“ - ამბობს რეჟისორი ლინას მარიუს ზაიკაუსკასი.

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, საერთაშორისო პრემიერა ,,მოპარული ბედნიერება“ საქართველოსა და უკრაინაში ერთდროულად, 17 მაისს გამიართება.

| Print |